GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
gzavnili
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც ყოფილ პარტნიორთან ურთიერთობას არასდროს აღადგენენ
  • ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც ყოფილ პარტნიორთან ურთიერთობას არასდროს აღადგენენ

    ადამიანებს ხშირად ბოჭავთ წარსული. ზოგჯერ, მაშინაც კი თუ ახალი პარტნიორი ჰყავთ, ძველს მისტირიან და, შანსი რომ მიეცეთ, მასთან ურთიერთობას თავიდან დაიწყებენ. არსებობს ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ერთ მდინარეში ორჯერ არასდროს შედის, ანუ ვერც კი წარმოუდგენია ყოფილ შეყვარებულთან შერიგება:

    კურო
    ამ ნიშნით დაბადებული ძალიან განიცდის დაშორებას. საყვარელი ადამიანის დაკარგვა კუროზე წარუშლელ კვალს ტოვებს. ის არც კი განიხილავს ყოფილთან დაბრუნებას, რადგან ეშინია, რომ ისევ მიატოვებენ ან ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რომ უკანმოუხედავად წასვლა მოუწევს.

    ტყუპი
    ტყუპს შეუძლიათ  იმეგობრონ ყოფილებთან და არასდროს მოაწვეთ წარსულისადმი ნოსტალგია. ისინი ფიქრობენ, "ყველაფერი კარგი ოდესმე სრულდება და რაღაც უკეთესი იწყება." ამ ნიშნით დაბადებულები არ ურიგდებიან ძველ პარტნიორებს, რადგან მათში ახალსა და საინტერესოს ვერაფერს აღმოაჩენენ.

    ქალწული
    ქალწული არ ურიგდება ყოფილ შეყვარებულს, რადგან ფიქრობს, რომ უმიზეზოდ არ დაშორებია. შერიგების შემთხვევაში იმავე პრობლემები იჩენს თავს. ამ ნიშნით დაბადებულის აზრით, თუ ადამიანი მასთან ურთიერთობისას უკეთესობისკენ ვერ შეიცვალა, მის გარეშეც ვერ მოახერხებდა პროგრესსა და უარყოფითი მხარის დათრგუნვას.

    მშვილდოსანი
    მშვილდოსანი დიდად არ განიცდის პარტნიორთან დაშორებას, რადგან ბევრი მეგობარი ჰყავს, ახალ ნაცნობებსაც მარტივად და სწრაფად იძენს, საპირისპირო სქესის წარმომადგენლები კი მუდამ მზად არიან ეფლირტაონ მას. სამყარო თავგადასავლებითაა სავსე, ყოფილი შეყვარებული კი წიგნის წაკითხული თავია, მასზე საინტერესო მომდევნო, უცნობი თავებია.

    წყარო: astrologi.ambebi.ge
    529 ნახვა
    9-10-2019, 00:42