GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
gzavnili
მთვარის ჰოროსკოპი, 10 სექტემბერი:
  • მთვარის ჰოროსკოპი, 10 სექტემბერი:

    სამშაბათი, მთვარე გადის მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში. თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდე ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას;
    მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა;
    არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ;
    არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას;
    კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ;
    ამ დღეს კეთილი ადამიანები იბადებიან, მაგრამ ცხოვრებაში ბევრი განსაცდელი შეხვდებათ.
    მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს (გარდა ვაშლისა).
    შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც.
    მოერიდეთ ვარცხნილობის შეცვლას.
    ამ დღის ქვებია: ყვითელი მარჯანი, ვარდისფერი მარგალიტი, ლაზურიტი.
    დღის გაფრთხილება: მოერიდეთ ტირილს, დაღვრილი სითხე ან გატეხილი ჭურჭელი მარტოობასა და ტანჯვას მოასწავებს.

    მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:10

    სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე მერწყულში
    გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, აპენდიქსზე (ბრმა ნაწლავი) პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე.
    არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
    კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
    მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
    გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
    წყარო: astrologi.ambebi.ge
    20 ნახვა
    10-09-2019, 11:21