GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
gzavnili
როგორ შევქმნათ „ფულის მაგნიტი“ მარტივი ნივთებისგან?
  • როგორ შევქმნათ „ფულის მაგნიტი“ მარტივი ნივთებისგან?

    ფულს ადამიანის ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უკავია. რამდენიც არ უნდა ვიძახოთ "ბედნიერება ფულში არაა", ჩვენს მატერიალურ სამყაროში მის გარეშე ვერაფერს გავხდებით. მართლია, ბედნიერება ფულში კი არა, მის რაოდენობაშია. დღეს მოგიმზადეთ პატარა მაგნიტები, რომლებიც ფულის მიზიდვაში დაგეხმარებათ. გვჯერა, რომ სასურველ თანხას მიიღებთ და კეთილი საქმისთვის გამოიყენებთ.


    რას შეუძლია ფულის მიზიდვა?

    1. ყვავილები
    ახლა ოთახის ყვავილები თითქმის ყველა ოჯახშია. მათ ესთეტიკური სილამაზის გარდა მატერიალური მდგომარეობაც რომ გაიუმჯობესოთ, ქოთანში, მიწასთან ერთად რამდენიმე მონეტა ჩააგდეთ. არ დაგავიწყდეთ ყვავილის მოვლა, მისი მოფერება. გახსოვდეთ, რომ როგორც ყვავილი გაიხარებს, ისე გაიზრდება თქვენი მოგებაც.

    2. ძვირფასი ქვები
    ასეთი თილისმა ყველას ვერ იქნება, რა თქმა უნდა სიძვირის გამო. მაგრამ თუ ძვირფასი ქვა უკვე გაქვთ, ჩაიდეთ ის საფულეში, მატერიალური კეთილდღეობის მისაზიდად.

    3. მეტალის ნივთები
    ეს შეიძლება იყოს ნალი ან მონეტა. შეგიძლიათ პატარა ქანდაკებაც გამოიყენოთ ან ჭურჭლის ატრიბუტი (ვერცხლის ჭიქა, ზარდახშა). მთვარია, მას დადებითი ენერგია ჰქონდეს.

    4. წითელი ძაფი/თასმა
    მგონი ყველაზე მარტივი ფულის მაგნიტი მისგან გამოვა. წითელი ძაფი/თასმა საფულეს უნდა გამოაბათ და ამით ფულს "მიიბათ" საფულეზე.

    5. ყვავის ვალეტი
    ცნობილია, რომ ნებისმიერი ბანქოს კარტი შეიძლება ამულეტი გახდეს. თუ ფინანსური კეთილდღეობის მიღწება გსურთ, საფულეში ყვავის ვალეტის კარტი უნდა ჩაიდოთ.

    6. სანელებლების ქისა
    გამოგადგებათ: ჯანჯაფილი, ევკალიპტი, წიწვოვანი ხის ტოტი. სანელებლების ქისა სამუშაო მაგიდაზე უნდა დადოთ.

    რა გავაკეთოთ მაგნიტის მისაზიდად?

    თუ უკვე აირჩიეთ, რომელი საგანი გახდება მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებელი ამულეტი, დროა, მის დამუხტვას შევუდგეთ.

    ამისათვის. ის ჯერ უნდა გაწმინდოთ: გაავლეთ სუფთა, ნაკურთხ წყალში. ამავე დროს წაიკითხეთ ლოცვა (შეიძლება "მამაო ჩვენოც").


    ახლა მოამზადეთ შემდეგი ნივთები:
    გამჭვირვალე ლურჯი თეფში,
    სუფთა, ნაკურთხი წყალი,
    მონეტა,
    მწვანე სანთელი.


    მომზადება: თეფშზე დადეთ მონეტა და დაასხით წყალი. გააჩერეთ 24 საათი. დროის გასვლის შემდეგ აანთეთ სანთელი და ცვილის რამდენიმე წვეთი წყალში დააწვეთეთ. ჩადეთ მასში თქვენი ფულის მისაზიდი ამულეტი და რამდენიმე ხანი გააჩერეთ. ამოიღეთ და 2 წუთი ხელში გეჭიროთ. ამ დროს უნდა გადასცეთ მაგნიტს თქვენი დადებითი ენერგია. დამუხტოთ ის, რომ ფულის შემოდინებისთვის ამუშავდეს, გაცოცხლდეს. სასურველია, რიტუალის დროს არავინ გიყურებდეთ.


    რიტუალის დასრულების შემდეგ ფულის მისაზიდი მაგნიტი ან საფულეში ჩაიდეთ ან იქ დადეთ, სადაც ფულს ინახავთ. არავის მისცეთ უფლება, რომ მას შეეხოს, ძალას დაკარგავს. წარმატებას და მატერიალურ კეთილდღეობას გისურვებთ!


    მოამზადა რუსუდან გელაშვილმა
    წყარო; astrologi.ambebi.ge
    36 ნახვა
    9-09-2019, 01:00