GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
gzavnili
9 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
  • 9 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

    ვერძი - დაამუხრუჭეთ და კარგად გაერკვიეთ სიტუაციაში. დაფიქრდით, რაზე უნდა ილაპარაკოთ კონკრეტულ ადამიანთან. ნუ იქნებით სპონტანური, გართობის დროსაც კი.


    კურო - დაფიქრდით ფულზე, გასავლის შემცირებაზე და შემოსავლის გაზრდაზე. თქვენ გაქვთ ყველა რესურსი, რომ მეტად მოძლიერდეთ მატერიალურად.

    ტყუპი - კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად და ვარჯიშის დასაწყებად. შეგიძლიათ მეგობარიც აიყოლიოთ. დააკვირდით, რას გეუბნებიან გარშემო მყოფები, ყველაფერს ხუმრობაში ნუ ატარებთ, ზოგჯერ დაფიქრება გმართებთ.

    კირჩხიბი - მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. გაიღიმეთ და აგრესია მოთოკეთ. ნუ ჩაერთვებით იმ საქმეებში, სადაც ნერვების მოშლა გელით. დღე მშვიდად და მსუბუქად გაატარეთ.

    ლომი - ნაყოფიერი და პოზიტიური დღე გელით. ნუ შეუშინდებით სირთულეებს. საინტერესო საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ ან დაწინაურებას. საღამოს მოერიდეთ დაპირისპირებას ახლობელთან.

    ქალწული - ცხოვრება რომანტიკული და პოზიტიური გახდება. შეიძლება საჩუქარი მიიღოთ ან ახლობლებმა სიურპრიზი მოგიმზადონ. მარტოხელებს
    ახალგაცნობილთან ფლირტი გელით.

    სასწორი - გარშემო მყოფები მზრუნველობით გაგანებივრებენ. მაგრამ ახალგაცნობილებთან მაინც სიფრთხილე გმართებთ. სანამ კარგად არ გაიცნობთ და არ გაერკვევით მათ ზრახვებში, ნუ ენდობით.

    მორიელი - დროს ნუ დაკარგავთ. მოიძიეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია და შეუდექით მუშაობას. სიმართლისთვის გარშემო მყოფების დაფასებას და შექებას მიიღებთ.

    მშვილდოსანი - ფული მოზომილად უნდა ხარჯოთ. მართალია, საკუთარ თავს უარს ვერ ეტყვით, მაგრამ შეგიძლიათ არ გასცეთ გულუხვი საჩუქრები.

    თხის რქა - მოერიდეთ ძალაუფლებისთვის ბრძოლას. არ გამოიყენოთ "ბინძური თამაშები". ეცადეთ, მშვიდობიანად მოაგვაროთ კონფლიქტი. საღამოს შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.

    მერწყული - დღეს მაინცდამაინც ყურადღების ცენტრში ნუ მოექცევით, უმჯობესია, მშვიდად და დაკვირვებულად მოაგვაროთ თქვენი საქმეები. დღეს რაღაც სასწაულს გააკეთებთ ადამიანისთვის, რაც მას ბედნიერებისგან გააბრწყინებს.

    თევზები - იყავით მადლიერი იმ ადამიანების, ვინც გეხმარებათ. გარშემო მყოფები გაფასებენ და შეიფერეთ შექება. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.
    წყარო: astrologi.ambebi.ge
    414 ნახვა
    8-09-2019, 14:42