GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
gzavnili
8 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
  • 8 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

    ვერძი - ახალი იდეების განსახორციელებლად და ძველი საქმეების მოსაგვარებად დამხმარეები დაგჭირდებათ. ნუ ელოდებით ინიციატივას სხვისგან. თავად ითხოვეთ შველა.


    კურო - ნუ დაგავიწყდებათ თარიღები, მნიშვნელოვანი დეტალები. არსად დააგვიანოთ. იყავით მოვლენების საქმის კურსში.

    ტყუპი - პოზიტიურ მხარეზე გაამახვილეთ ყურადღება. უამრავი სასიამოვნო გელით გარშემო.

    კირჩხიბი - დღე სასიამოვნოდ დაიწყება. შეიძლება საჩუქარიც კი მიიღოთ. თავის ტკივილს აიცილებთ, თუ ყველას გასაგებად დაელაპარაკებით.

    ლომი - თუ სიტუაციაში დაკვირვებით და ფრთხილად გაერკვევით, კარგ შედეგს მიიღებთ. ზოგიერთს დაგეგმილ მგზავრობასა და გართობაზე უარის თქმა მოუწევს.

    ქალწული - თუ გრძნობთ, რომ
    საყვარელი ადამიანი შესაფერისად არ გექცევათ, უნდა დაელაპარაკოთ. უსიამოვნებები დიპლომატიურად მოაგვარეთ. საღამო მხიარულად გაატარეთ.

    სასწორი - ახალგაცნობილთან ფლირტი და საინტერესო თემაზე საუბარი კარგია, მაგრამ პარტნიორად ისეთ ადამიანი გჭირდებათ, ვისაც ენდობით და ვინც რთულ სიტუაციაში არ მიგატოვებთ.

    მორიელი - სიმართლეს ადვილად გამოააშკარავებთ, თუ რამდენიმე კითხვას დასვამთ. ადამიანს შეცდომებზე დელიკატურად უნდა მიუთითოთ.

    მშვილდოსანი - ნებისმიერ უსიამოვნებას მარტივად გაართმევთ თავს და დღევანდელ დღეს მომავალში ღიმილით გაიხსენებთ. იყავით მადლიერი იმ გამოცდილებისა და სიბრძნისა, რასაც დღეს მიიღებთ.

    თხის რქა - შეიძლება ის, რაც ადრე არარეალური გეჩვენათ, დღეს ადვილად გამოგივიდეთ. იაზროვნეთ პოზიტიურად და იფიქრეთ სარგებელზე, რასაც დღევანდელი საქმე, შეხვედრა მოგიტანთ.

    მერწყული - რჩევები, რომლებსაც დღეს მიიღებთ, სიფრთხილისა და დაკვირვებისკენ მოგიწოდებენ. ეცადეთ, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება ახლობლებთან.

    თევზები - თავშეკავებული იყავით გამონათქვამებისას, თუ არ გსურთ, დამოკიდებულება გაიფუჭოთ ადამიანთან. მასაც აქვს ღირსება და ეცადეთ, არ შეულახოთ.
    წყარო: astrologi.ambebi.ge
    657 ნახვა
    7-09-2019, 14:43