X
GOGATV - ინტერნეტ ტელევიზია
reklama
კვლავ შენ და მე / Back to you and me
წელი: 2005
ჟანრი: მელოდრამა, დრამა
რეჟისორი: დევიდ ს. კას უფროსი
როლებში: ლიზა ჰარტმანი, დეილ მიდკიფი, ბარბარა ნივენი, ჯენიფერ იჰოლსი, ჯეიკ წუდრუფი ...
ფილმის მიმოხილვა
უკვე მრავალი წელია სიდნი ლუდვიკს დედა არ მოუნახულებია, მარტოხელა ქვრივი, რომელიც სოფლის სახლში ცხოვრობს. მაგრამ ამ წელს სიდნიმ გადაწყვიტა მშობლიურ ქალაქს ეწვიოს, რათა დედა, ძველი ნაცნობები და ყოფილი შეყვარებული ნახოს. შეიძლება ცხოვრება სუფთა ფურცლიდანაც კი დაიწყოს ...
შობა დღის პრინცი: სამეფო ბავშვი / A Christmas Prince: The Royal Baby
წელი: 2019
ჟანრი: მელოდრამა, საახალწლო
რეჟისორი: ჯონ შულცი
როლებში: როუზ მაკივერი, ბენ ლემბი, ელის კრაიჯი, ხონორ კნიფსი, კევინ შენი, მომო იუნგი ...
ფილმის მიმოხილვა
ალდოვიაში საშობაო დღეებია, ხოლო სამეფო ოჯახში სადაცაა პატარა დაიბადება. დედოფალი ამბერი და მეფე რიჩარდი აპირებენ სამეფო საქმეებს ცოტახნით ჩამოშორდნენ და თავიანთი პირველი ბავშვის დაბადებისთვის მოემზადონ. თუმცა ჯერ პენგლიის მეფე ტაის და დედოფალ მინგს უნდა უმასპინძლონ, რათა 600 წლის წინათ დადებული ზავი განაახლონ. მაგრამ როდესაც შობისწინა ღამეს ქარბუქი დაატყდებათ თავს და ფასდაუდებელი ხელშეკრულება დაიკარგება, მშვიდობას საფრთხე შეექმენება და უძველესი წყევლაც შესაძლოა ამოქმედდეს. თავისი ოჯახისა და სამეფოს უსაფრთხოებისათვის ამბერმა მანამ უნდა გაარკვიოს ვინ არის ქურდი, სანამ საათი თორმეტს ჩამოკრავს ...
მიკიბო და მე / Mickybo and Me
წელი: 2004
ჟანრი: კომედია, ფილმები, დრამა
რეჟისორი: ტერი ლოანი
როლებში: ჯონ ჯო მაკნეილი, ნიალ რაიტი, ჯული უოლტერსი, ქირენ ჰინდსი, ედრიან დანბარი, ჯინა მაკი ...
ფილმის მიმოხილვა
ფილმი გადაღებულია ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით. ისტორია ეხება ორ ბიჭს, რომლებიც 1970-იანი წლების რთულ პერიოდში დამეგობრდნენ. ბიჭები შეპყრობილი არიან ბუჩისა და კესიდის ისტორიით, რომელიც კინოში ნახეს და თავგადასავლებისთვის ავსტრალიაში მიემგზავრებიან ...
ნათელი და კაშკაშა / Merry & Bright
წელი: 2019
ჟანრი: მელოდრამა, საახალწლო, დრამა
რეჟისორი: გარი იეიტსი
როლებში: ჯოდი სვიტინი, ენდრიუ უ უოლკერი, შერნ ლოურენსი, სტეფანი მოროზი, დარენ მარტენსი ...
ფილმის მიმოხილვა
ქეითი, ტკბილეულის მწარმოებელი ფირმის, „ქენდი ქეინ,“ აღმასრულებელი დირექტორი, საშობაო პერიოდში გეიბს შეხვდება. მისი ვარაუდით, გეიბი სწორედ ის თაყვანისმცემელია, რომელიც მის კეთილისმსურველ დედას სურს გაურიგოს. გეიბი კი სინამდვილეში იმ ორგანიზაციაში მუშაობს, რომელიც სპეციალურად იქნა დაქირავებული, რათა საქმიანობა შეისწავლოს და ფირმა უფრო მომგებიანი გახადოს. ერთად დაიწყებენ რა მუშობას, გზებსაც გამონახავენ, როგორ განავითარონ ბიზნესი და იმასაც აღმოაჩენენ, რომ ბევრად მეტი აქვთ საერთო, ვიდრე საღი აზრი ბიზნესში ...
პირსინგი / Piercing
წელი: 2018
ჟანრი: საშინელება, თრილერი
რეჟისორი: ნიკოლას პესკე
როლებში: კრისტოფერ ებოტი, მია ვასიკოვსკა, მარია დიზია, უენდელ პირსი ...
ფილმის მიმოხილვა
ამ ჩახლართულ სასიყვარულო ისტორიაში, კაცი ხანგრძლივი ძიების შემდეგ მიაკვლევს უცნობს, რომელსაც შეუძლია წარსულის მრავალი სატანჯველიდან განწმენდაში დაეხმაროს. თუმცა მისი გეგმები ჩაიშლება, შეხვდება რა ქალს, რომელსაც სულ სხვა გეგმები აქვს ...
დუეტები / Duets
წელი: 2000
ჟანრი: კომედია, მელოდრამა, მუსიკალური, დრამა
რეჟისორი: ბრიუს პელტროუ
როლებში: გვინეტ პელტროუ, ლოკლინ მანრო, კეროლ ალექსანდრი, მაიკლ როჯერსი, ჰიუ ლიუისი ...
ფილმის მიმოხილვა
სამყარო სავსეა კეთილი, უცოდველი სულებით, რომლებსაც უბრალოდ ცხოვრებაში არ უმართლებთ. ექვსი ასეთი უიღბლო, სასოწარკვეთილები და მამაცები, მზად არიან გაემართნონ გრძელ და სახიფათო მოგზაურობაში, გადაიტანონ წარმოუდგენელი თავგადასავლები და საოცარი მოვლენები, რათა, გაიარონ ნახევარი სამყარო, რომ აღმოჩნდნენ კარაოკეს საოცნებო კონკურზე, და მთელი ძალისხმევის მოკრებით მოიგონ 5 ათასი დოლარი ...
ამბავი მასზე, ვინც შიშს ეძებდა / Von einem, der auszog, das Fürchten zu lernen
წელი: 2014
ჟანრი: ფენტეზი, ზღაპრული
რეჟისორი: ტობიას ვიემანი
როლებში: ტიმ ოლივერ შულცი, ფლო მეგა, პეიკო პინკოვსკი, სუსან შრეიდერი, დევიდ ბრედინი ...
ფილმის მიმოხილვა
ფილმი გადაღებულია ძმები გრიმების ზღაპრის მიხედვით ...
პრინცესა გედი: შობა / The Swan Princess Christmas
წელი: 2012
ჟანრი: მუსიკალური, საოჯახო, ფენტეზი, ანიმაციური, საახალწლო
რეჟისორი: რიჩარდ რიჩი
როლებში: ჯენიფერ მილერი, ჯოზეფ მედრანო, იური ლოვენტალი, დევიდ ლოჯი, გილბერტ ბოუსი ...
ფილმის მიმოხილვა
ყველა გმირი ამ არაჩვეულებრივი ისტორიისა ბედნიერად ცხოვრობს ძველ სასახლეში პირდაპირ გედების ტბასთან. პრინცი დერეკს და პრინცესა ოდეტს ერთმანეთი უყვართ. დერეკი და ოდეტი გადაწყვეტენ სასახლეში თავიანთი პირველი ერთობლივი შობა აღნიშნონ. მაგრამ ბოროტი ჯადოქარი როტბარტი გადაწყვეტს ჩაუშალოს მათ შობა და დასახმარებლად ბნელ ძალებს იხმობს ...
პირადი ომი / A Private War
წელი: 2018
ჟანრი: საომარი, ბიოგრაფიული, დრამა
რეჟისორი: მეტ ჰეინემანი
როლებში: როზამუნდ პაიკი, ჯეიმი დორნანი, ტომ ჰოლანდერი, სტენლი ტუჩი, ქორი ჯონსონი ...
ფილმის მიმოხილვა
ფილმი ჩვენი დროის გამორჩეული კორესპონდენტის, მერი ქოლვინის შესახებ, რომელიც ყოველთვის მოვლენათა ეპიცენტრში იმყოფება და მსოფლიოს სხვადასხვა ცხელი წერტილებიდან საომარ ვითარებას აშუქებს ...
ახლოს / Close
წელი: 2019
ჟანრი: თრილერი, ბოევიკი
რეჟისორი: ვიკი ჯუისონი
როლებში: ნუმი რაპასი, ინდირა ვარმა, სოფი ნელისი, ოუენ მეკენი, ჩარლი პალმერ როტუელი ...
ფილმის მიმოხილვა
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტი ახალგაზრდა მემკვიდრის (ქალის) დაცვას აიღებს თავის თავზე. მოტაცების მცდელობის ფაქტი ორივეს სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის. ისინი უნდა გაიქცნენ და თავს უშველონ ...
სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა / The House That Jack Built
წელი: 2018
ჟანრი: კრიმინალური, საშინელება, დრამა
რეჟისორი: ლარს ფონ ტრიერი
როლებში: მეტ დილონი, ბრუნო განცი, უმა თურმანი, სიობჰან ფალონი ...
ფილმის მიმოხილვა
ხუთნაწილიანი ფილმის ხუთივე ეპიზოდში ვერშემდგარი არქიტექტორი და ბოროტი სოციოპათი ჯეკი თავის საგულდაგულოდ შესრულებული მკვლელობების შესახებ ყვება. მიაჩნია, რომ თითოეული მათგანი ხელოვნების უმაღლესი ნიმუშია და მის ცხოვრებისეულ საქმიანობას, როგორც სერიული მკვლელისას, კარგად წარმოაჩენს ...
ყველაფერი ახლა იწყება / Just Getting Started
წელი: 2017
ჟანრი: კომედია, ბოევიკი
რეჟისორი: რონ შელტონი
როლებში: მორგან ფრიმანი, ტომი ლი ჯონსი, გლენ ჰედლი, რენე რუსო, ჯო პანტოლიანო ...
ფილმის მიმოხილვა
ყოფილმა ეფბიაის აგენტმა და განსგსტერების ადვოკატმა უნდა გადადონ მათი უმნიშვნელო მეტოქეობა გოლფის კურსზე, რომ თავიდან აიცილონ განგსტერებთან დაჯახება ...
ქურდების მეფე / King of Thieves
წელი: 2018
ჟანრი: კრიმინალური
რეჟისორი: ჯეიმს მარში
როლებში: მაიკლ კეინი, ჯიმ ბროდბენტი, რეი უინსტონი, მაიკლ გამბონი, ტომ კორტნი ...
ფილმის მიმოხილვა
ბებერი თაღლითების ბანდა, ლონდონის საიუველირო კვარტალის გრანდიოზულ ძარცვას ახორციელებს ...
ფერფლი თოვლში / Ashes in the Snow
წელი: 2018
ჟანრი: მელოდრამა, ფილმები ქართულად, დრამა
რეჟისორი: მარიუს ა. მარკევიჩუსი
როლებში: ბელ პაული, ჯეიმს კოსმო, სოფი კუკსონი, ტიმოტი ინესი ...
ფილმის მიმოხილვა
16 წლის ლინა ვიკასის ამბავი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ბალტიისპირეთიდან ციმბირში გადაასახლეს. გულანთებული ხელოვანი სულისშემძვრელ გზას თავის ნახატებთან ერთად გადის ...
სიკვდილის მანქანები / Mortal Engines
წელი: 2018
ჟანრი: ფანტასტიკა, ფენტეზი
რეჟისორი: კრისტიან რივერსი
როლებში: ჰერა ჰილმარსდოტირი, ჰიუგო უივინგი, რობერტ შიენი, სტივენ ლენგი, კოლინ სელმონი ...
ფილმის მიმოხილვა
ანტი-უტოპიური ფენტეზი, რომელშიც მოვლენები მომავალში პოსტ-აპოკალიფსურ მსოფლიოში ვითარდება და მოგვითხრობს ე.წ “სამოცწუთიანი ომის” შედეგებზე, რომელმაც მსოფლიო გამოფიტა და გაანადგურა, სადაც მთელი ქალაქები პლანეტის გარშემო ძვირფასი ბუნებრივი რესურსების ძიებაში გიგანტური ბორბლებით გადაადგილდებიან – ისინი მათი რესურსების შესავსებად თავს ესხმიან და ძარცვავენ პატარა ქალაქებს. ახლა მსოფლიო მუნიციპალური დარვინიზმის კანონებით ცხოვრობს და სანამ მტაცებლები რესურსებზე ნადირობენ, მათი მოსახლეობა – ძალაუფლების და მატერიალიზმის, ბედნიერების და სიყვარულის გამო, საკუთარ მარადიულ ბრძოლას აგრძელებს. მთავარი გმირები ტომი და ესთერი, ღია ტერიტორიაზე აღმოჩდებიან, რომლებსაც სხვადასხვა საშიში თავგადასავლების გადატნა მოუწევთ...
შეხვედრა ფოკერებთან / Meet the Fockers
წელი: 2004
ჟანრი: კომედია, მელოდრამა
რეჟისორი: ჯეი როუჩი
როლებში: რობერტ დე ნირო, ბენ სტილერი, ტერი პოლო, დასტინ ჰოფმანი, ბარბარა სტრეიზანდი, ბლიტ დენერი ...
ფილმის მიმოხილვა
ეს ფილმი გაგრძელებაა პოპულარული კომედიისა . ცენტრალური დაზვერვის ბიუროს ყოფილი აგენტი ჯეკ ბირნსი და მისი მეუღლე დინა, უფრო თბილი კლიმატისკენ ფლორიდაში მიემგზავრებიან, თავიანთი სიძის, გეი ფოკერის მშობლების - ბერნის და როზის გასაცნობად. მათი ბედნიერ ქორწინებში მყოფი შვილისგან გასნხვავებით, მშობლები წინააღმდეგობებით აღსავსე სიტუაციაში აღმოჩნდებიან, რაც საერთოდ არ მოხიბლავთ ...
შობა ტენესიში / A Christmas in Tennessee
წელი: 2018
ჟანრი: კომედია, საოჯახო, საახალწლო
რეჟისორი: გარი იესტი
როლებში: რეიჩელ ბოსტონი, კეიტ მოიერი, კეროლაინ რი, ჩერისა რიჩარდსი ...
ფილმის მიმოხილვა
ალისონ ბენეტი, თავის ქალიშვილ, ოლივიასთან და დედასთან, მარტასთან ერთად, ტენესის შტატის ერთ ქალაქში ცხოვრობს და პატარა საცხობს ფლობს. როდესაც მეთიუ, უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიის მომხიბვლელი ხელმძღვანელი ქალაქის ყიდვას ცდილობს, რათა იქ სათხილამურო კურორტი გააშენოს, ალისონს და ქალაქის მაცხოვრებლებს დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ ამის აღსაკვეთად. და სწორედ მაშინ, როდესაც ბენეტებს თითქოს იღბალი არ სწყალობთ, მოულოდნელი სტუმარიეწვევა საცხობს, რომელმაც შესაძლოა ფაქტიურად ყველაფერი მოაგვაროს ...
პატარა ბოროტება / Little Evil
წელი: 2017
ჟანრი: კომედია, საშინელება
რეჟისორი: ილაი კრეიგი
როლებში: ადამ სკოტი, ევანგელინა ლილი, დონალდ ფაისონი, ოუენ ატლასი ...
ფილმის მიმოხილვა
გარი მისი ოცნების ქალზე, სამანტაზე ქორწინდება. სამანტაც იდეალურ ქმრად და ხუთი წლის ლუკასის პოტენციურ მამად თვლის. თავად ბიჭი კი ასე არ თვლის. იგი არ ესაუბრება მამინაცვალს, საერთოდ უცნაურად იქცევა, არ ეკონტაქტება სხვა ბავშვებს, მის გარეშემო ყოველთვის უბედური შემთხვევები ხდება. გარი სპეციალურ თერაპიაზეც კი დადის, სადაც მამინაცვალები მათი შვილების უსაქციელობის შესახებ ჰყვებიან ...
გაყრის ზრდასრული შვილები / Adult Child of Divorce
წელი:2013
ჟანრი:კომედია
რეჟისორი:სტიუ ზიჩერმანი
როლებში:ადამ სკოტი, რიჩარდ ჯენკინსი, კეტრინ ო’ხარა, ემი პოლერი, კლარკ დიუკი, ჯესიკა ალბა ...
ფილმის მიმოხილვა
ფილმის მთავარი გმირი 20 წლის განმავლობაში არის ჩარჩენილი გაყრილი მშობლების შუაში. სიტუაცია უფრო რთულდება, როცა მისი უფროსი ძმა გადაწყვეტს გაქორწინდეს და მშობლების ომი გრძელდება ახალი ფაზიდან ...
ორმაგი დრაკონი / Double Dragon
წელი:1994
ჟანრი:კომედია, სათავგადასავლო, ფანტასტიკა, ბოევიკი
რეჟისორი:ჯეიმს იუკიჩი
როლებში:მარკ დაკასკოსი, რობერტ პატრიკი, სკოტ ვულფი, კრისტინა ვაგნერი, ჯულია ნიკსონ-სოული ...
ფილმის მიმოხილვა
15 წლის შემდეგ რაც კალიფორნიაში მიწისძვრა მოხდა, სადაც სან დიეგო და ლოს ანჯელესი გაერთიანებულია ერთ ქალაქად, ორ თინეიჯერ ძმას ძველი ჩინური თილისმანი აქვთ.ბოროტი განგსტერი სახელად ბო აბობო ფლობს ამ თილისმანის ნახევარს. მას უნდა რომ ძმების მედალიონი მოიპოვოს და ორივე ნაწილის გაერთიანებით და მიიღოს ორმაგი დრაკონის მედალიონის ძალა ...
ველური ბუნება / Wildlife
წელი: 2018
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: პოლ დანო
როლებში: ჯეიკ ჯილენჰოლი, კერი მალიგანი, ბილ კემპი, ედ ოკსენბულდი ...
ფილმის მიმოხილვა
1980-იანი წლების პატარა ქალაქი მონტანა.14 წლის ჯო ჯენეტისა და ჯერის (დიასახლისისა და გოლფის პროფესიონალი მოთამაშის) ერთადერთი შვილია. მათთან ახლოს, კანადის საზღვართან ტყეში უმართავი ხანძარი მძვინვარებს. ჯერი, რომელიც სამსახურს კარგავს, და მასთან ერთად, ცხოვრების მიზანსაც, გადაწყვეტს ხანძართან მებრძოლთა არმიას შეუერთდეს, ცოლს და შვილს კი თავიანთი თავის ანაბარად ტოვებს ...
გოგონა ობობის ქსელში / The Girl in the Spider's Web
წელი: 2018
ჟანრი: კრიმინალური, თრილერი, ბოევიკი, დრამა
რეჟისორი: ფედერიკო ალვარესი
როლებში: კლერ ფოი, სვერირ გუდნასონი, ბო გადსდონი, ლაკიტ სტენფილდი, სილვია ჰუკსი ...
ფილმის მიმოხილვა
ჟურნალისტი მიქაელა ბლუმკვისტი, იდუმალი მკვლელობის გამოძიებას იწყებს და დასახმარებლად თავის ძველ ნაცნობს მიმართავს – ახალგაზრდა ჰაკერი-გოგონა ლიზბეთი სალანდერი. მაგრამ, მოულოდნელად ისინი ობობას ქსელში აღმოჩნდებიან გახვეულები, რომელსაც ჯაშუშები, ათასი ჯურის დამნაშავეები და სხვადასხვა ქვეყნის კორუმპირებული თანამდებობის პირები ქმნიან, რომლებიც თავიანთი საიდუმლოს დასაცავად მკვლელობასაც არ ერიდებიან. დანაშაულის ქსელს მთავარი გმირები კიბერ-შეთქმულებაზე გაჰყავს ...
სერჟანტი სტუბი: ამერიკელი გმირი / Sgt. Stubby: An American Hero
წელი: 2018
ჟანრი: ისტორიული, საომარი, საოჯახო, სათავგადასავლო, ანიმაციური
რეჟისორი: რიჩარდ ლანი
როლებში: ლოგან ლერმანი, ჰელენა ბონემ კარტერი, ჟერარ დეპარდიე, ჯორდან ბეკი, ჯეისონ ეზელი ...
ფილმის მიმოხილვა
ნამდვილი ამბავი სერჟანტი ძაღლის სტუბის შესახებ, რომელმაც ტიტული, პირველ მსოფლიო ომში გამოჩენილი გმირობისთვის მოიპოვა. უსახლკარო ლეკვი ახალგაზრდა, კეთილშობილი ჯარისკაცის ხელში აღმოჩნდა და მალევე მისივე დანაყოფის წევრის სტატუსი მიიღო. ლეკვი საფრანგეთის ფრონტზე აღმოჩნდა, სადაც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას იღებდა, დაჭრილებს ეხმარებოდა და ამხელდა ჯაშუშებს ...
რემბო 5 / Rambo V: Last Blood
წელი: 2019
ჟანრი: სათავგადასავლო, თრილერი, თრეილერები, ბოევიკი
რეჟისორი: ადრიან გრიუნბერგი
როლებში: სილვესტერ სტალონე, პას ვეგა, ლუის მენდილორი, შილა შახი, ივეტ მონრეალი ...
ფილმის მიმოხილვა
ვიეტნამის ომის ვეტერანი ჯონ რემბო პოსტტრავმული სტრესული აშლილობით იტანჯება და არიზონაში მდებარე უბრალო რანჩოში ცხოვრეობის დალაგებას ცდილობს. ერთ დღეს, მთავარ გმირს ძველი ნაცნობი გლორია შეატყობინებს, რომ მისი შვილიშვილი უკვალოდ დაიკარგა მას შემდეგ, რაც ის წვეულებაზე მექსიკაში წავიდა. ახლა ჯონს არაფერი რჩება გარდა იმისა, რომ აშშ-მექსიკის საზღვრი გადაკვეთოს და გოგონა მოძებნოს. მექსიკაში მოგზაურობა რემბოსთვის ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცევა, რადგან იქ იგი ნარკოსინდიკატის უპრინციპო წარმომადგენლების ორგანიზებულ სექს-ტრაფიკს აღმოაჩენს. ჟურნალისტის კარმენ დელგადოს მხარდაჭერით, რომლის ნახევარ და ასევე გატაცებულ იქნა, რემბომ მთელი მისი უნარები უნდა გამოიყენოს, რათა გადაარჩინოს გოგონა და ერთხელ და სამუდამოდ გაუმკლავდეს კარტელის სასტიკ ლიდერს ...
უკანასკნელი ბიჭი / The Last Boy
წელი: 2019
ჟანრი: ფანტასტიკა, დრამა
რეჟისორი: პერი ბანდალი
როლებში: ლიუქ გოსი, ანა უილსონ-ჯონსი, პიტერ გინესი, ფლინ ალენი ...
ფილმის მიმოხილვა
სამყაროს დასასრულს, მომაკვდავი დედა აგზავნის პატარა ვაჟიშვილს ადგილას, სადაც ოცნებები ხდება ...
სოფელი / The Village
წელი: 2004
ჟანრი: მელოდრამა, თრილერი
რეჟისორი: მ. ნაით შიამალანი
როლებში: ბრაის დალას ჰოვარდი, ხოაკინ ფენიქსი, ედრიენ ბროუდი, უილიამ ჰარტი, სიგურნი უივერი ...
ფილმის მიმოხილვა
1897 წელი, პენსელვანია. კონვინგტონის სოფლის მაცხოვრებლებს სჯერათ, რომ ადგილობრივ ტყეში მითიური არსებები ბინადრობენ. ისინი არასოდეს შედიან ტყეში და სოფლის საზღვრებსაც არ ტოვებენ. მაგრამ ერთხელაც ცნობისმოყვარე და თვითნება ლიუცი ხანტი, დაღლილი სრულ იზოლაციაში ცხოვრებით გადაწყვიტავს დაარღვიოს დადებული ტაბუ და გადის სოფლის საზღვრების მიღმა ...
ჯოჯოხეთის ფესტივალი / Hell Fest
წელი: 2018
ჟანრი: საშინელება
რეჟისორი: გრეგორი პლოტკინი
როლებში: ემი ფორსაიტი, რეინ ედვარდსი, ბეკს ტეილორ-კლაუსი, კრისტიან ბალისი ...
ფილმის მიმოხილვა
თინეიჯერული ჰორორი ნიღბიან სერიულ მკვლელზე, რომელიც ჰელოუინის ღამეს გასართობ პარკში გამართულ კოსტიუმირებულ ფესტივალს საკუთარ საშინელებათა სათამაშო მოედნად გადააქცევს, როდესაც საზეიმო კოსტუმში გადაცმული უცნობი-მკვლელი იქ დამსწრე ადამიანების წინ მეგობრების ჯგუფის დატერორებას და მათ მოკვლას დაიწყებს, რომლებიც თავიდან ფიქრობენ რომ, ეს ყველაფერი შოუს ნაწილია ...
დიდი რეიდი / The Great Raid
წელი: 2005
ჟანრი: საომარი, ბოევიკი, დრამა
რეჟისორი: ჯონ დალი
როლებში: ბენჟამინ ბრეტი, მაქს მარტინი, ჯეიმს ფრანკო, მარტონ ჩოკაში ...
ფილმის მიმოხილვა
ფილიპინები. 1945 წელი. მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდება. რეინჯერების მეექვსე ბატალიონმა, რომელსაც პოლკოვნიკი გენრი მუჩი ხელმძღვანელობს, მიიღო ბრძანება. მათ უნდა შეაღწიონ მტრის ზურგში და იქედან ამერიკელი სამხედრო ტყვეები გამოიყვანონ. მისია პრაქტიკულად შეუსრულებელია ...
მერი: შოტლანდიის დედოფალი / Mary Queen of Scots
წელი: 2018
ჟანრი: ისტორიული, ბიოგრაფიული, დრამა
რეჟისორი: ჯოზი რურკი
როლებში: სირშა რონანი, მარგო რობი, დევიდ ტენანტი, ჯეკ ლაუდენი ...
ფილმის მიმოხილვა
მარია სტიუარტი, ბევრის მხრიდან ინგლისის ტახტის ერთადერთ ლეგიტიმურ მემკვიდრედ აღიარებული ქალი ცდილობს საკუთარი ბიძაშვილის, დედოფალი ელიზაბეტ პირველის ტახტიდან ჩამოგდებას ...
წონაში ვიკლებ / I'm Losing It
წელი: 2018
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: ალექსეი ნუჟნი
როლებში: ალექსანდრა ბორტიჩი, ევგენი კულიკი, ირინა გორბაჩევა ...
ფილმის მიმოხილვა
ანიას თავადაც ესმოდა, რომ წონაში მოიმატა. თუმცა ის ფიქრობდა, რომ ეს არ უნდა იყოს ურთიერთბის დანგრევის მიზეზი! ახლა მას მოუწევს სასწრაფოდ დაიცვას დიეტა და თავი მოიწესრიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაშ ქორწილი არ შედგება ...
მოხეტიალე დედამიწა / The Wandering Earth
წელი: 2019
ჟანრი: ფანტასტიკა, ბოევიკი
რეჟისორი: ფრანტ გვო
როლებში: ჯეკი ვუ, ციუი ჩუსიაო, ლი გუანცზე, ნგ მან-ტატი, ჩჟაო ცზინმაი ...
ფილმის მიმოხილვა
მზე ძალას კარგავს. მამაცი ასტრონავტებისგან შემდგარი ჯგუფი ყველაფერს აკეთებს კაცობრიობის გადასარჩენად, ისინი ადამიანთა მოდგმისათვის ახალი სახლის პოვნას თავგანწირვით ცდილობენ ...
რამდენ ხანს მეყვარები / Chao shi kong tong ju
წელი: 2018
ჟანრი: კომედია, მელოდრამა, ფანტასტიკა
რეჟისორი: სუ ლუნი
როლებში: ლეი ცზიაინი, ტუნ ლია, სიუი ჩჟენი, იუი ჰევეი, ტაო ჰუნი ...
ფილმის მიმოხილვა
გუ ქსიაჯიაო, ახალგაზრდა გოგონა 2018 წლიდან და ლუ მინგი, მამაკაცი 1999 წლიდან აღმოაჩენენ რომ ერთ საწოლში გაეღვიძათ ერთსა და იმავე დროს. კიდევ უფრო გაოცდებიან, როდესაც აღმოაჩენენ,რომ საძინებლის კარიდან გასვლით დროში მოგზაურობა შეუძლიათ. მხიარულება იწყება, როდესაც გადაწყვეტენ ამ 2 სამყაროში ცვლილებების შეტანას,, თუმცა არ იციან რომ მათი ბედი იდუმალი პირის ხელშია ...
Loading...